logo
ENG



2018 წელს "ქართული ოცნების" 24 დეპუტატს პარლამენტში ხმა არ ამოუღია

08 ოქტ 201915:42
3 წუთის საკითხავი
 
k51y25qyw15thb3.jpg

 

2018 წელს "ქართული ოცნების" 24 დეპუტატს პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლია - ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ წერს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2018 წელს საქართველოში 49 პლენარული სხდომა გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ 30 დეპუტატს მთელი წლის განმავლობაში არც კითხვა დაუსვამს და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია.

24 მდუმარე დეპუტატიდან ყველა "ქართული ოცნების" წევრია და როგორც „ფლანგვის დეტექტორი“ წერს, ანაზღაურების გარდა (4,623 ლარი), ქვეყნის ბიუჯეტი მათ საგარეო მივლინებებშიც საკმაო რაოდენობის თანხას ხარჯავს.

ერთ-ერთი ასეთი მდუმარებაში მყოფი დეპუტატია ლევან ბეჟანიძე, რომელიც სხვადასხვა ვიზიტით იმყოფებოდა ტაშკენტში, ნიუ-იორკსა და ვარშავაში.

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ბეჟანიძის უზბეკეთში ვიზიტი 3 129 ლარი დაჯდა. ასევე აშშ (9,688 ლარი) და პოლონეთი (2,769 ლარი). საერთო ჯამში, მდუმარე დეპუტატის საერთაშორისო მივლინებებმა თითქმის 16 ათასი ლარი შეადგინა.

 

 


close დახურვა